
ევროპელთა ბომბარდირები “უცხოპლანეტელს” არ ჩამორჩნენ
ფრანგებს მუნდიალის ისტორიაში ყველაზე “ხანგრძლივი” მატჩი გამოუვიდათ, ნორვეგიულმა “დრაკარმა” კი ძლიერ სენეგალურ ტალღებს გაუძლო. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ნელ-ნელა დასკვნითი ფაზისკენ მიდის, შესაბამისად, იზრდება დაძაბულობაც. მე-2 ტურის მატჩებში ამჯერად ფავორიტი ფრანგები ერაყელებს დაუპირისპირდნენ, ამავე ჯგუფში კი ნორვეგია საქმეს სენეგალის ნაკრებთან არკვევდა. საფრანგეთის ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა და მეტოქეს არაფრის შანსი არ მისცა. […]






